University of Georgia EN

ახალი პროექტი — „ცისკარი S90"

შენი სახელით —
ანტარქტიდაზე!

ანტარქტიდა — კონტინენტი, სადაც ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვედრილა. ახლა საქართველოს უნივერსიტეტი გაძლევს შესაძლებლობას, ამ განსაკუთრებული მოგზაურობის ნაწილი ვირტუალურად შენც გახდე.

ექსპედიციის დაწყებამდე · თარიღი დასაზუსტებელია

00 დღე
00 სთ
00 წთ
00 წმ

თითოეული წერტილი — ერთი მონაწილე
1 მონაწილე უკვე დარეგისტრირდა
შენი სახელი მისიის ნაწილი ხდება
ექსკლუზიური ფოტო ანტარქტიდიდან მხოლოდ შენთვის

ერთი მისია · ათასობით სახელი

პროექტის შესახებ

2026 წლის ნოემბერში სამი ქართველი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პოლარულ მარშრუტს გაივლის. „ცისკარი S90"-ის ფარგლებში ისინი ჯერ ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალზე — მთა ვინსონზე ავლენ, შემდეგ კი 111-კილომეტრიან Last Degree-ის მარშრუტს თხილამურებით გაივლიან სამხრეთ პოლუსამდე.

ამ კომბინირებული ექსპედიციის სრული მარშრუტი დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 150 ადამიანს აქვს წარმატებით შესრულებული.

S90 არის პლატფორმა „ცისკარის" პირველი პროექტი — გრძელვადიანი ინიციატივა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ ადგილებში განხორციელებულ ექსპედიციებს საზოგადოებისთვის ცოდნის, შთაგონებისა და განათლების წყაროდ აქცევს.

ექსპედიციის მონაწილეები

ბიძინა გუჯაბიძე

ბიძინა გუჯაბიძე

ქართული ალპინიზმის ლეგენდა და საერთაშორისო სამთო გამყოლი.

გიორგი გოცირიძე

გიორგი გოცირიძე

გლაციოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი და გარემოს მკვლევარი.

ნიკა ლებანიძე

ნიკა ლებანიძე

ექსტრემალური ექსპედიციებისა და დოკუმენტური პროექტების ვიდეოგრაფი.

როგორ გახდე მისიის მონაწილე?

1

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დააფიქსირე შენი მონაწილეობა.

2

შენი სახელი დაემატება ანტარქტიდის ვირტუალური მისიის ციფრულ რეესტრს.

3

უნივერსიტეტის მისიის სიმბოლო ექსპედიციის წევრთან ერთად ანტარქტიდამდე იმოგზაურებს.

რას მიიღებ?

ექსკლუზიური ფოტო ანტარქტიდიდან

სპეციალურად ვირტუალური მისიის მონაწილეებისთვის, ექსპედიციის წევრის — ნიკა ლებანიძის — მიერ გადაღებული ფოტო.

პერსონალური ციფრული ბარათი

შენი სახელით, მისიის ემბლემითა და ანტარქტიდის ფოტოთი.

ადგილი საერთო ისტორიაში

შენი სახელი საქართველოს უნივერსიტეტის ანტარქტიდის ვირტუალური მისიის მონაწილეთა ციფრულ რეესტრში.

შეუერთდი ვირტუალურ მისიას

დარეგისტრირდი და გახდი ათასობით ქართველის ნაწილი, ვინც თავისი სახელით „მიდის" ანტარქტიდაზე.

  • ✦ შენი სახელი აინთება რუკაზე რეალურ დროში
  • ✦ ექსკლუზიური ფოტო ანტარქტიდიდან — მხოლოდ მონაწილეებს
  • ✦ მონაწილეობა უფასოა

მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ელ. ფოსტა (@ug.edu.ge)

ბოლო მონაწილეები

1 სახელი უკვე ანათებს რუკაზე

დავით თინიკაშვილი · სტუდენტი

ხშირად დასმული კითხვები

რა არის პროექტი „ცისკარი S90"? +

ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სამი ქართველი მთამსვლელი მიემართება ანტარქტიდაზე — მთა ვინსონსა და სამხრეთ პოლუსზე — ხოლო ყველა მსურველს შეუძლია ვირტუალურად შეუერთდეს მისიას.

რეგისტრაცია ფასიანია? +

არა, მონაწილეობა სრულიად უფასოა.

რას ნიშნავს „სახელი რუკაზე"? +

რეგისტრაციის შემდეგ შენი სახელი გამოჩნდება ანტარქტიდის ინტერაქციულ რუკაზე წითელ წერტილად, სხვა ათასობით მონაწილესთან ერთად.

როდის და როგორ მივიღებ ფოტოს? +

ფოტოებს მონაწილეებს ექსპედიციის დასრულების შემდეგ (სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს) დავუგზავნით მითითებულ ელ. ფოსტაზე. რეგისტრაცია ღიაა ექსპედიციის დასრულებამდე.